მედია
კონკურსი ჟურნალისტებისთვის
ცხადდება კონკურსი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად, ზრდასრულთა განათლების თემაზე.

ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ.
კონკურსი ტარდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV Interational) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსში განსახილველად მიიღება, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ტელე-რადიო სიუჟეტი ან
რეპორტაჟი, ბეჭდვით, ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია(სტატია,ესსე) ან ფოტო-რეპორტაჟი
თემაზე:  „საქართველოს განათლების რეალობა და პრობლემები“.

კონკურსში გამარჯვებულისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო - 1000 ლარი

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ნოემბერი.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები მოგვაწოდეთ ელ-
ფოსტის შემდეგ მისამართზე : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საკონტაქტო პირი: თინათინ ხარშილაძე

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი

ტელ: (+995) 32 2 22 25 84

ვებ-გვერდი: www.gaen.org.ge

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა: http://jobs.ge/174 455/

| Print |