მედია
გიორგი კოპაძე: ,,მეცხრე არხი" ,,ჩემი დაარსებულია"
გიორგი კოპაძემ, ,,მეცხრე არხი"–ს პირდაპირ ეთერში, წამყვანის კითხვაზე განაცხადა, რომ სტუდიაში მისი სურვილით ნამდვილად არ მისულა. მან კიდევ ერთხელ

აღნიშნა, რომ წლების წინ, იგი ამ მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო, თუმცა დღევანდელ ეთერში არ სურს, იმ თემაზე საუბარი, ,,რა ხრიკებით დაკარგა".

,,ეს არხი ჩემი დაარსებულია თავის დროზე, ჩემი გაკეთებულია და რა ხრიკებით და რა შედეგებით მერე ვიღაცეების ხელში მოხვდა, არ ვისაუბრე. დღეს არც ვიცი ვინ არიან მეპატრონეები...

მაგრამ ერთს ვიტყვი, გული ძალიან მწყდება და უკეთეს ველოდები ამ არხისგან და მინდა რომ იყოს კარგი. გულწრფელად ვამბობ ამას".





| Print |