მედია
USAID-ის ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
სამცხე–ჯავახეთს USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სტუმრობს.

ადამ შმიტი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მედიას შეხვდა.

"მე–9 არხში" ვიზიტის დროს იგი ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა, თანამშრომლებს შეხვდა და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

ადამ შმიტი პოზიციაზე ორი თვის წინ დაინიშნა.

რეგიონებში ვიზიტები კი სამცხე–ჯავახეთიდან დაიწყო.

| Print |
თეგები: ადამ შმიტი / USAID /