მედია
"შინაარსზე არ მიდის ლაპარაკი, სიტყვა აგენტი ყურს ჭრის" - ოცნება "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტს მხარს დაუჭერს
ე.წ განდგომილების მიერ დაინიცირებულ ანტიდასავლურ კანონპროექტს "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საეჭვოა და ამიტომ მათ კანონი უნდა ავალდებულებდეთ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელონ.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რის გამოც კანონპროექტი კრიტიკას იმსახურებს არის სიტყვა - "აგენტი".

"რატომ უნდა იყოს საგანგაშო მათ შორის, რომ არასამთავრობო სექტორიც იყოს გამჭირვალე თავის დაფინანსების წყაროში და თავის ანგარიშვალდებულებაში. ნახეთ რატომ არის აღშფოთება - იმიტომ, რომ ვიღაცას გონია, რომ თუ მისი დაფიონანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებული იქნება, მას საფრთხე დაემუქრება. და რატომ უნდა დაემუქროს საფრთხე ანგარიშვალდებულობას ხალხის და კანონის წინაშე. ჯერ კანონი წაიკითხონ, შეადარონ ამერიკულ კანონს ეს მეორე და მესამე აქ ხომ ამ შინაარსზე არ მიდის ლაპარაკი, რასაც მე გადავხედე თვალით, სიტყვა აგენტი ყურს ჭრის" ,- ამბობს ქადაგიშვილი

შეგახსენებთ, რომ დასავლელი პარტნიორები ამ კანონპრექტის შინაარსით შეშფოთებულები არიან. "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი"მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს "უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი, რადგან ეს ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებასა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას.
| Print |