მედია
"პროექტის მიზანი იყო, მოსახლეობა რუსულიდან ქართულ არხებზე გადმოგვერთო" – მაია იველაშვილი
"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესოსბებისათვის" - - პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება "ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" გაიმართა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბე" 18:00 და 21:00 სთ–ზე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება და რეგიონულ ტელეკომპანიებში სინქრონულ რეჟიმში გადის.

პროექტი ორი წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

შეხვედრას დაინტერესებული პირები, სომხური თემის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობასა და სომხურენოვანი მოსახლეობის ინფორმირების გზებზე ისაუბრეს.

"გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესოსბებისათვის"- ამ პროექტს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

| Print |