მწყემსი ქალი იორმუღანლოდან
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
მისთვის ყოველი დღე დილის 6 საათზე იწყება. დღეში ორჯერ 15 ძროხა ჰყავს მოსაწველი.
შემდეგ კი ყველი, არაჟანი ან კარაქი ამოსაყვანი. მთაში რთული საცხოვრებელი პირობებია, ისეთივე როგორც ელმირას ცხოვრების წესი.

საძოვრებზე 5 თვე დარჩება. სექტმბრის ბოლოს კი სოფელში დაბრუნდება და მთელი ზაფხულის განმავლობაში ამოყვანილ ყველს ბაზარში გაყიდის.

| Print |