პოლიტიკა
საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს
საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,

– ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დონდუამ აღნიშნა, 2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს ე.წ. დამოუკიდებლობა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარებისგაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.


Print