პოლიტიკა
"უნდა ვიცოდეთ, რა კეთდება ჩვენს სოფლებში" – საკრებულოს დეპუტატი
ახალციხის საკრებულოს დეპუტატები,მათ თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვენ.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ტიგრან მელქონიანმა, ამის შესახებ 25 ივლისს, საკრებულოს მე–11 სხდომაზე ისაუბრა. მას სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ წევრებს განუმარტა, რომ ეს ინფორმაცია მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან უკვე გამოითხოვეს და პასუხს სავარაუდოდ, ორ დღეში მიიღებენ. გელა ნოზაძე დაპუტატებს დაპირდა, რომ პროექტების ჩამონათვალს ყველა დეპუტატს გადაუგზავნის.

Print