პოლიტიკა
სვირი–ბოგა–ტატანისის გზის მოასფალტებისთვის, ცენტრალურმა ბიუჯეტმა თანხა გამოყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხეს დამატებით 262 502 ლარი გამოეყო. ამას მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერებიდან დაზოგილი 193 498 ლარი დაუმატა და 456 000 ლარით ტატანისი–სვირი–ბოგის გზის რეაბილიტაცია დაგეგმა.

სულ სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა ტრანსფერმა, 5 431 013 ლარი შეადგინა.

კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტში. სახლებისა და სახურავების რეაბილიტაციის მუხლიდან, 90 000 ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაციის მუხლში გადაიტანეს.

ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 24 229 600 ლარს შეადგენს.

ცვლილებას მხარი დეპუტატებმა საკრებულოს მე–11 სხდომაზე დაუჭირეს.

Print