პოლიტიკა
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია

კონსტიტუციური წყობილების დამხობის ბრალდებით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს.

ქოჩარიანს ერევნის სასამართლოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 63-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქოჩარიანს 2008 წლის არჩევნების გაყალბებასა და კონსტიტუციური წყობის დამხობაში ედავებიან, რომლის გამოც ჩატარებულ აქციებს 8 დემონსტრანტი და ორი პოლიციელი ემსხვერპლა. 

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ქუჩის აქციები ორგანიზებული იყო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერების მიერ, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 

Deutsche Welle-ს ცნობით, თავად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.



Print