პოლიტიკა
,,ქართული ოცნება" გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას"
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.


„პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“,-აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, მათივე პარტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ შანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც შემთხვევითობას არ უკავშირდება. ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.


Print