პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი ახალციხის მერიაში
ახალციხის მერიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

გამართულ შეხვედრაზე საჯარო ფინანსების ეფექტურ მართვასა და საჯარო სექტორში შიდა ფინანსური კონტროლის რეფორამაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მიმდინარეობს.

რეფორმის განხორციელება შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებას.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინირებით, USAID პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით, ახალციხის მერიაში, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურში, შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებული მდგომარეობის ანალიზი დაიწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტი იმ 5 მუნიციპალიტეტთაგან ერთ-ერთია, სადაც ეს პილოტური პროექტი განხორციელდება.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


Print