პოლიტიკა
ახალციხეში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები გამოიყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის ადგილები განსაზღვრა, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება ნებადართული იქნება.


საკრებულოს წევრებმა პლაკატების გასაკრავ ადგილებზე 10 აგვისტოს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა მერიის მიერ შემოთავაზებულ ადგილებში ცვლილებები შეიტანეს და კორექტირებულ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მინაძის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ ბერიძის თქმით, ჭაჭარაქში გამოყოფილი ერთადერთი ადგილი – კლუბის ყოფილი შენობა ამორტიზებულია, არ აქვს კიბე და მასზე პლაკატების გაკვრა თითქმის შეუძლებელია.

იგივე მდგომარეობაა მინაძის მოსაცდელზეც.

თვითმმართველობამ დეპუტატების ასეთ შენიშვნებს უპასუხა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა ალტერნატიული ადგილები არ მოიძებნება.

სააგიტაციო მასალებისთვის ადგილების გამოყოფა, დაჩქარებულად მოხდა, რადგან საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამ მონაკვეთების შესახებ თვითმმართველობამ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტები ნახეთ აქ.

Print