პოლიტიკა
20 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთს ახალი გუბერნატორი ეყოლება
ახალ გუბერნატორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 აგვისტოს წარადგენს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან ივლისის თვეში გაათავისუფლეს. სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთისა და ქვემო ქართლის გუბერნატორები. გუბერნატორი არ ჰყავს ასევე იმერეთსაც მას შემდეგ, რაც გივი ჭიჭინაძე შუალედურ არჩევნებში პარლამენტის დეპუტატი გახდა.
Print