ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად ინიშნება
საქართველოს 6 რეგიონის 6–ივე გუბერნატორის ვინაობა ცნობილია.
სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი2" –ის ინფორმაციით სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციას ბესიკ ამირხანაშვილი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება დანარჩენი სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს. სია ასე გამოიყურება:
სამეგრელო – ალექსანდრე მოწერელია
მცხეთა–მთიანეთი – შალვა კერესელიძე
იმერეთი – შავლეგო ტაბატაძე
შიდა ქართლი – ალეკო ხოჯევანიშვილი
ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი
ახალ გუბერნატორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 აგვისტოს წარადგენს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.