პოლიტიკა
ბესიკ ამირანაშვილს გუბერნატორის პოსტზე ოფიციალურად ხვალ წარადგენენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 20 აგვისტოდან შეუდგება.


2017 წლის ნოემბრიდან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორობამდე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.

ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

2012-2013 წლებში იყო შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე,

2013-2014 წლებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი,

2014-2015 წლებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი,

2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი,

2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი,

2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ბესიკ ამირანაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.  დაიბადა 1985 წლის 28 აგვისტოს.

შესწორება: www.tv9news.ge–ის მიერ 18 აგვისტოს, ,,რუსთავი2"–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამცხე–ჯავახეთის ახალ გუბერნტაორად ბესიკ ამირხანაშვილი დასახელდა.
Print