პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილს, აბასთუმანში, პრემიერი სტუმრობს
მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კვირაზე მეტია მეუღლესთან და შვილთან ერთად აბასთუმანს სტუმრობს.

ოჯახთან ერთად იგი სასტუმრო ,,აბასთუმანში" ისვენებს. როგორც ,,მეცხრე არხს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ე.წ. არაზინდოს დასახლება და აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულა.

მეცხრე არხის ინფორმაციით, აბასთუმანში იმყოფებიან პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება დაავალა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ,,ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ადგილობრივებთან ერთად არის გადაღებული.







Print