პოლიტიკა
სოზარ სუბარი ახალ გუბერნატორს ხვალ წარადგენს
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი, ახალ თანამდებობაზე მუშაობას 22 აგვისტოდან დაიწყებს.

ბესიკ ამირანაშვილის წარდგენა თანამშრომლებისა და მედიისთვის, სამხარეო ადმინისტრაციაში, 10 საათზე იგეგმება.

რეგიონის პირველ პირს, რეგიონული სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი წარადგენს.

სოზარ სუბარმა უკვე წარადგინა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორები.

ბესიკ ამირანაშვილს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნამდე იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

2016–2017 წლებში კი შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო.


Print