პოლიტიკა
დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიას სამცხე–ჯავახეთში აგრძელებს
აწყურის შემდეგ ,,ევროპული საქართველო"–ს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ასპინძის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.


პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ხიზაბავრას მოსახლეობას სასმელი წყლის, სასოფლო ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აქვს. მათ მოსავლის აღება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობის გამო, უჭირთ.

ბაქრაძე მის ერთ-ერთ პრიორიტეტად ფერმერებისა და გლეხების დახმარებას ასახელებს და ამბობს, რომ ქართულ სოფლებს დღეს ბევრი პრობლემა აქვს.

„ხალხს სჭირდება პატრონი. სწორედ ამიტომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც ივლის ყველგან,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

Print