პოლიტიკა
ქართული ოცნება პრეზიდენტობის კანდიდატს არ წარადგენს
მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს.

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებს, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს გამოუცხადებს მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებში – აცხადებს მედიასთან არჩილ თალაკვაძე.

მმართველ გუნდს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე.

თალაკვაძე მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კანდიდატებს გამარჯვების შანსი პირველივე ტურში აქვთ.

დამოუკიდებელი კანდიდატისთვის კანონით გათვალისწინებულ მხარდაჭერაზე, მათ შორის, ფინანსურზე, საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი.

„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შესაძლებლობები არის. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შეუზღუდავად მონაწილეობა კამპანიაში, გარკვეული შემოწირულობების გაკეთებაც, რაც შესაძლებლობები არის და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ ჩვენ მონაწილეობას,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.


Print