პოლიტიკა
მმართველი პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს
,,ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის დაუჭერს.


ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკვე ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა.

ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.

კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა 10 დღის ვადაში საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print