პოლიტიკა
მეთიუ ბრაიზა: ,,რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა"
"სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..."

- განაცხადა სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე მეთიუ ბრაიზამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"ჩვენ დრო არ გვეყო... პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა", - ასე გაიხსენა მან 10 წლის წინ, აგვისტოს ომისდროინდელ პრობლემები და კითხვაზე: რას ფიქრობთ იმ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო?- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. 

"2008 წლამდე რუსეთმა გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - ომი დაიწყო წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია".
Print