პოლიტიკა
მარიხუანას ლიცენზირებისთვის ახალი სააგენტო შეიქმნება
სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებსაც.

„მსგავსი რეგულაციებისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც მოხდება როგორც კონკრეტული სალიცენზიო პირობების დადგენა, ასევე სხვადასხვა სახის საქმიანობებზე იქნება სხვადასხვა ლიცენზიები. ეს შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს იქნება მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები იქნება ღია. სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს, კონკურსის სახეობებს და ა.შ.“, - განაცხადა გახარიამ.
Print