პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტრო კანაფის წარმოებიდან მისაღებ შესაძლო შემოსავლებს ითვლის
,,ეს არის ძალიან მზარდი ბაზარი და ჩვენც ჩავერთვებით მასში. ჩვენ მილიარდი ლარის ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ ორ-სამ წელიწადში",

- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია ,,იმედთან" საუბრისას განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოება მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა დასძინა, რომ ეს ციფრი სუბიექტურია, რადგან ექსპორტის დათვლა უფრო რთულია ვიდრე "შიდა ციფრების".

ფინანსთა მინისტრის თქმით, ზუსტად ის, რომ კანაფის ექსპორტი ახალი დარგია, საქართველოს აქვს შანსი დაიკავოს მოწინავე პოზიციები.

,,კანაფი კი არ გადაარჩენს საქართველოს, ინოვაციური მიდგომა გადაარჩენს. პრინციპში, ეს ახალი ინდუსტრიაა. კულტურა თავისთავად ძველია, თრიაქით თრობა ისეთივე ძველია, როგორც, ალბათ, სამყარო, მაგრამ ზუსტად კანაფიდან ისეთი პროდუქტების დამზადება, რომლებიც სამედიცინო სფეროში გამოიყენება, არის ზუსტად სიახლე და დაკავშირებულია ახალ სამედიცინო ტექნოლოგიებთან ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, კანაფის კონტროლის სააგენტო იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, რომელიც დაარეგულირებს ლიცენზირებას.

კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა.

იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე შსს-მ კანაფის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მოამზადა.

ასევე ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება.

დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,სამედიცინო დანიშნულებისათვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შესაბამება".
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის ბიუროს, 10 დეკემბრის სხდომაზე, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის აკრძალვასა და ადმინისტრაციული წესით დასჯაზე იმსჯელებენ.
პარლამენტის ბიუროს, 10 დეკემბრის სხდომაზე, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის აკრძალვასა და ადმინისტრაციული წესით დასჯაზე იმსჯელებენ.
10:12 / 10.12.2018
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
10:07 / 10.12.2018
2019 წლიდან კულტურული  მემკვიდრეობისა და რელიგიური  ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე 2018 წელს.
2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე 2018 წელს.
10:49 / 07.12.2018
ბორჯომის სოფელ ყვიბისში, N20 საარჩევნო უბანზე
ბორჯომის სოფელ ყვიბისში, N20 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რაიონულმა კოორდინატორმა განცხადება-საჩივარი დაწერა.
20:53 / 28.11.2018
,,დღეს მე ხმა მივეცი თავისუფლებას, განვითარებას, სიკეთეს, სიმშვიდეს
,,დღეს მე ხმა მივეცი თავისუფლებას, განვითარებას, სიკეთეს, სიმშვიდეს" – აღნიშნა გიორგი კოპაძემ, რომელმაც ხმა ახალციხის #28 უბანზე მისცა.
13:46 / 28.11.2018
Facebook
კვირის პოპულარული
კარინე ბაგირიანმა ქუჩაში ნაპოვნი თანხა მფლობელს დაუბრუნა
19:00 / 08.12.2018
თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
ავარია ადიგენში მსხვერპლით დასრულდა
20:29 / 05.12.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე 1 - 8 °C
img
ახალქალაქი -1 - 3 °C
img
ასპინძა 0 - 11 °C
img
ადიგენი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img
თბილისი 1 - 9 °C
img
აბასთუმანი -2 - 6 °C
img
ბაკურიანი -3 - 2 °C
img
ნინოწმინდა -1 - 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
RUB
RUB
100
3.9852
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456