პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ახალციხეში ამომრჩევლებს შეხვდა
,,ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრა ახალციხისა და ბორჯომის ამომრჩევლებთან შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართა.

დავით ბაქრაძე, მხარდამჭერებს, რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ ესაუბრა და ყურადღება ახალციხის უსტატუსოდ დარჩენილი სოფლებისთვის მუგარეთისა და ზემო სხვილისისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების შესახებ, წყლის, საავტომობილო გზებისა და გაზიფიცირების პრობლემის შესახებ გაამახვილა.



მომავალ კვირაში პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვედრებს ასპინძასა და ადიგენში გამართავს.
Print