პოლიტიკა
გია ვოლსკი მოქალაქეობის მინიჭებაზე ზურაბიშვილის განცხადებას განმარტავს
"არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცე საქართველოს მოქალაქეობა და შენს მოქალაქეს არ აძლევდე საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას"
– ამ სიტყვებით გამოეხმაურა გია ვოლსკი ოპონენტების განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა თურქოფობიული განცხადება გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადება განმარტა, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ნინოწმინდაში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.

გია ვოლსკმა ახალციხეში განაცხადა, რომ ზურაბიშვილს თურქოფობიული განცხადება არ გაუკეთებია და ის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის საკითხს ეხებოდა.

თავად ზურაბიშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Print