პოლიტიკა
ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ორი საათით ადრე ბორჯომში მის პლაკატებს აკრავენ
დღეს ბორჯომი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალით აჭრელდა.

ზურაბიშვილი მხარდამჭერებს ბორჯომში დღეს, 3 ოქტომბერს 18:00 საათზე შეხვდება. შეხვედრამდე დარჩენილ დროს კი "ქართული ოცნების" ბორჯომის შტაბის წარმომადგენლები პლაკატების გაკვრაში იყენებენ.

ტელეკომპანია ,,ბორჯომი"–ს ინფორმაციით, ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთში გუშინ დაიწყო. "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი მოსახლეობას ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ახალციხეში შეხვდა.
Print