პოლიტიკა
"იუნესკოს სიაში უნდა შევიტანოთ მესხური ტერასები, როგორც არამატერიალური კულტურის ძეგლი" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიიჩნევს, რომ ხიზაბავრის ტერასები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში უნდა შევიდეს.
სალომე ზურაბიშვილმა სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში იქნება "კულტურის ელჩი", რომელიც იმუშავებს, რომ მესხური ტერასები და მეგრული ოდა, არამატერიალური კულტურის ძეგლებად დაარეგისტრირონ.
"ისეთი ძეგლია, რისთვისაც ჩამოდიან ამ ქვეყანაში ტურისტები და ხვდებიან, რომ აქ არსებობს რაღაც სხვა, რაც მათთვის არის ღირებული და დღევანდელ მსოფლიოში იკარგება", – განაცხადა ზურაბიშვილმა ახალციხეში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

Print