პოლიტიკა
შალვა ბერძენიშვილი: ,,ომი ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხნის წინ დაიწყეს, თავის დაცვის უფლება ყოველთვის გაქვს"
სამცხე–ჯავახეთს გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს. შალვა ბერძენიშვილი პირველი მოადგილის პოზიციას პირველი ოქტომბრიდან იკავებს.

,,მეცხრე არხთან" ამბობს, რომ რეგიონში მიმდინარე პროექტებს ეცნობა.

უპარტიოა. ყურადღებას ამახვილებს მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის დიპლომატიურ მიღწევებზე, მნიშვნელოვანია მისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციის წარმომადგენელია, რის გამოც ფიქრობ, რომ მეტი მოტივაცია ექნება.

რაც შეეხება ომის დაწყების საკითხს, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი დიდი ხნის წინ დაიწყო.

1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სპეციალობა ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტი.

1993 წელს გაიარა საქართველოს არენდატორთა, აქცონერთა და თავისუფალ მეწარმეთა კავშირთან არსებული საბუღალტრო აღრიცხვის და საგადასახადო დაბეგვრის კურსი;

სამუშაო გამოცდილება:

1991–1993 წლებში მუშაობდა საქართველო–ავსტრია-იზრაელის ერთობლივ საწარმო „მ.ჯ. არრიდილიაში“ კომერციული სამსახურის სპეციალისტად;

1993–1998 წლებში - საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ბოლოს იყო რკინიგზის დეპარტამენტის სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმატიკის სამსახურში წამყვანი ინჟინრის თანამდემობაზე;

1998–2010 წლებში – „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ბოლოს იყო აეროპორტის კომერციული სამსახურის უფროსი;

2007-2014 წლებში – შპს „ბი–სი კონსალტინგის“ მიწვეული სპეციალისტი;

2010-2015 წლის მარტამდე – ფარმაცეპტული კომპანია შპს „მერმისის“ ფინანსური დირექრორი;

2010-2015 წლის მარტამდე – კლინიკა „ნეომედის" დირექტორი;

2012–2014 წლებში - შპს ”FA Consulting “-ის მიწვეული სპეციალისტი საგადასახადო, საფინანსო და ეკონომიკური საკითხების ექსპერტის სტატუსით;

2015 წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე შპს „სანნის“ ფინანსური დირექტორი;

2015 წლიდან დღემდე შპს „უნივერსალ - კონსალინგის“ მიწვეული სპეციალისტი საგადასახადო, საფინანსო და ეკონომიკური საკითხების ექსპერტის სტატუსით;

2017 წლის ივლისიდან დღემდე შპს „ჰერიოს“ იურისტი;

2018 წლის თებერვლიდან დღემდე „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია“ მოძრავი ქონების აღრიცხვა-აღწერის ჯგუფის ხელმძღვანელი.

Print