პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, სამი ახალი თანამშრომელი დანიშნა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი თანამშრომლები აიყვანა.
რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტი, შალვა ბერძენიშვილმა დაიკავა. ის მოვალეობის შესრულებას პირველი ოქტომბრიდან შეუდგა. ბერძენიშვილმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა.

ბესიკ ამირანაშვილმა ორი შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და მძღოლი სამხარეო ადმინისტრაციაში ხელშეკრულებით მუშაობენ.

უწყებაში ამ ეტაპზე ვაკანტური რჩება სამი ადგილი.

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ "მეცხრე არხს" პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა. შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ რეგიონში პრიორიტეტული მიმართულებები ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ტურიზმის განვითარებაა.

"გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ", – განაცხადა რწმუნებულის მოადგილემ.

Print