პოლიტიკა
,,გირჩი"–ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებულია 11 პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი“
, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გირჩის“ მიერ „დედაენის ბაღში“ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს.დაკავებამდე პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

პოლიცია რამდენიმე წუთში ჯაფარიძესთან მივიდა, ადგილზე შეხლა-შემოხლა მოხდა, შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი რეზო აჭარაძე დაიცავს.
Print