პოლიტიკა
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
ახალციხის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს.

სააგიტაციო მასალაზე, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატების სტილშია გადაწყვეტილი, გრიგოლ ვაშაძე ვლადიმერ პუტინთან ერთად არის გამოსახული. მასალები ცენტრალურ ქუჩებზეა გადაკრული, ვაშაძის პლაკატები კი ჩამოხეულია.

ასეთივე მასალები ახალციხის გარდა, სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გააკრეს.

სააგიტაციო მასალის მიხედვით, პუტინი „ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს“. სახელისუფლებო გუნდის ნამოქმედარს უწოდებენ მომხდარს გაერთიანებული ოპოზიციის ახალციხის ოფისში.

ადამიანი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო შემოიარა არაღიარების პოლიტიკის გამო და ბოლომდე გაიხარჯა, მეორე – იმის თქმა, რომ ვაშაძე რუსეთის კაცია და ამის გამო რუსეთი ებრძვის მთელ ნაციონალურ მოძრაობას ბოდვაა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა ზუსტად ესადაგება დღევანდელ ქართულ ოცნებას. ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, მაგრამ გამორიცხულია ეს. მითუმეტეს იმის მერე, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წიგნი გამოყენებული იქნა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი კვლავ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ რიტორიკას", – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი ბარძიმაძე.

"ქართულ ოცნებაში" ოპოზიციური პარტიის კანდიდატის ანტიპიართან კავშირს უარყოფენ. გიორგი გვარამაძე ამბობს, რომ ეჭვი თავად გაერთიანებულ ოპოზიციაზე აქვს.  "არ არის გამორიცხული, რომ თვითონ აკეთებენ და ჩვენ გვაბრალებენ. იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და ყველანაირი ხერხი შეიძლება სცადონ", – ამბობს მმართველი პარტიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი.

Print