პოლიტიკა
ახალქალაქში ნაცემი აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა.
ამის გამო კლინიკიდან გაწერილი პაციენტები კვლავ კლინიკაში დააბრუნეს. ორი დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს - ერთი კი, რომელსაც თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული, თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს. ნაცემი აქტივისტები გვიან ღამით საავადმყოფოში მოინახულა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

"ამაზე 24 საათიც ძალიან ბევრია, რომ გამოძიებამ თქვას თავისი სიტყვა. მე ეჭვი მეპარება რომ "ქართული ოცნება" დასჯის იმ ადამიანს ახალქალაქში ვისზეც დგას, ამ შემთხვევაში ემზელ მკოიანს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს ხვალ ქართული ოცნება, რამდენიმე დღეში როდესაც ჩატარდება მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებისა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა დამატებით კიდევ ერთხელ თავის ნებას დააფიქსირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ,"-აცხადებს ნიკა მელია.
Print