პოლიტიკა
მარიხუანას კულტივაციის პროექტს ხელისუფლება უკან გაიწვევს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას მარიხუანას კულტივაციის შესახებ და ითქვა რომ, ეკლესიისა და საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, ამ ინიციატივას ხელისუფლება პარლამენტიდან გაიწვევს, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოც გამოხატავს კმაყოფილებას.




საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ პრობლემურ დადგენილებებზეც და აღინიშნა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაციით უზრუნველყოფილი, რისთვისაც სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
Print