პოლიტიკა
ახალქალაქში დაზარალებული ოპოზიციის წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებმა მოინახულეს
ქართული ოცნების დეპუტატის და აქტივისტების მიერ სასტიკად ნაცემი ოპოზიციის წევრები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში რჩებიან.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, კვლავ მძიმეა.

დილიდან ოპოზიციის დაშავებული წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

რუსთავი 2–ის ინფორმაციით,  მათთან ახალქალაქიდან გამომძიებლები ჩავიდნენ, რომლებმაც დაზარალებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააცნეს.

ოქმში არის საუბარი იმაზე, თუ რა მოხდა 29 ოქტომბერს. თუმცა, დაშავებულების უფლებადამცველმა ეს ოქმი არ ჩაიბარა, რადგან, მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს.
Print