პოლიტიკა
,,კოჰაბიტაცია ჩვენი შეცდომა იყო" – კახი კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაშვებული შეცდომა იყო.

ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ერთ-ერთი შეცდომა რომელიც იყო და რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის არის კოჰაბიტაცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ეს ჩვენი ე.წ. კოჰაბიტაცია ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.

"ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათაშორის საქართველოში, ისევ და ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პროპაგანდისტული მაქანით შეძლო და მოახერხა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ წარსულზე", - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს: "ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც კალაძის თქმით, "ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა".


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.
15:43 / 12.11.2018
საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს
საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს
13:45 / 12.11.2018
ახალციხის თვითმმართველობის წევრი ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებს სექსუალურად ავიწროებდა.
ახალციხის თვითმმართველობის წევრი ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებს სექსუალურად ავიწროებდა.
18:13 / 10.11.2018
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.
14:22 / 09.11.2018
ახალქალაქში, ინციდენტის დროს დაშავებული რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ახალქალაქში, ინციდენტის დროს დაშავებული რემიკ პოღოსიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
16:31 / 08.11.2018
Facebook
კვირის პოპულარული
დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
22:49 / 10.11.2018
აწყურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა შორის ორი ბავშვია – 6 და 8 წლის.
სოფელ აწყურთან ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
19:52 / 10.11.2018
თბილისი-ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე 1 - 9 °C
img
ახალქალაქი -2 - 4 °C
img
ასპინძა 1 - 8 °C
img
ადიგენი 10 - 13 °C
img
ბორჯომი 2 - 9 °C
img
თბილისი 3 - 7 °C
img
აბასთუმანი -1 - 5 °C
img
ბაკურიანი -3 - 0 °C
img
ნინოწმინდა -2 - 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0517
TRY
TRY
1
0.4929
USD
USD
1
2.7155
RUB
RUB
100
4.0048
კალენდარი
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
დონორები