პოლიტიკა
ახალციხეში საჯარო მოხელეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ახალციხის თვითმმართველობის წევრი ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებს სექსუალურად ავიწროებდა.

თანამშრომლების ნაამბობით, კაცი გოგონებს მაღალი დახლიდან პროდუქტის ჩამოღებას სთხოვდა, ამ დროს კი კაბის ქვეშ ტელეფონით ფოტოებს ჩუმად უღებდა. კლიენტის ქმედება თავდაპირველად ერთ-ერთმა კონსულტანტმა შეამჩნია.

„როცა ერთმა გოგომ ფაქტზე გამოიჭირა, რომ ფოტოებს კაბის ქვეშ უღებდა, მერე მეორემ გააანალიზა, რომ წინა დღეს იგივე სიტუაციაში თავად იყო. დანარჩენებმაც მერე მიაქციეს ყურადღება. ბიჭი მაშინვე დავითხოვეთ აქედან და ვუთხარით, რომ ჩვენს ქუჩაზე გამოვლაც აღარ გაებედა. არაფერი უთქვამს, არც თავი უმართლებია. მობრუნდა და გავიდა. იმის მერე აღარ შემოსულა“ - გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.

მაღაზიაში მომხდარზე ღიად საუბარი არ სურთ. გვითხრეს, რომ გოგონებმა მეპატრონეს სამართალდამცველების გამოძახებაზე უარი უთხრეს.

"პრობლემა მხოლოდ კონსულტანტებთან იყო, მოლარეს ან მენეჯერს ეს კაცი არ შეხებია. კონსულტანტებს მაშინვე შევთავაზეთ, პოლიციაში დაგვერეკა, მაგრამ უარი თქვეს. ახალგაზრდა გოგოები არიან და გახმაურებას მოერიდნენ“ - იხსენებს მაღაზიის თანამშრომელი.

„ეს ამბავი თვეების წინ მოხდა და აქამდე რატომ არ გამოჩნდით? კარგად იცით, რომ ეს მარტო სტატიის დაწერით არ ჩაივლის და უფრო შორს წავა“, - გვითხრა გოგონამ, რომელმაც საჯარო მოხელე კაბის ქვეშ ფოტოს გადაღებისას შენიშნა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა. 

მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მუდმივი კლიენტი იყო, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას რომ წარმოადგენდა, მაღაზიაში არ იცოდნენ.

„როცა ეს ამბავი გამჟღავნდა, გავიკითხეთ, ფეისბუქში მოვძებნეთ და გავიგეთ, რომ საჯარო მოხელე ყოფილა. ყველაზე ძალიან ეს გაგვიკვირდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში იყო და ამას აკეთებდა“.

მაღაზიაში ამბობენ, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე წაშლილია. მანამდე კი ფირები თანამშრომლებმა შეამოწმეს.

„სათვალთვალო კამერის ჩანაწერები რომ შევამოწმეთ, კონსულტანტი ისეთ კუთხეში მიჰყავდა, რომელსაც ვიდეოკამერა არ უყურებს. ამიტომ კამერის ჩანაწერებში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ მიდის კონკრეტულ ადგილზე, მაგრამ ფოტოს რომ უღებს, ეგ აღარ ჩანდა“ - გვიყვება მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

საჯარო მოხელის სოფელში მამაკაცის შესახებ ღიად საუბარს ერიდებიან.

„ბირჟაზე“ არც ერთი გოგო არ უჯდებოდა გვერდით. ხელებს აფთურებდა. ვითომ შემთხვევით მოუხვდა ფეხზე. ყველა გოგომ იცოდა, რომ ახლოს არ უნდა გაკარებოდა“, - გვითხრა მამაკაცის თანასოფლელმა.

საჯარო მოხელე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით. საუბარის დასაწყისში არ დაგვიკონკრეტებია, რომ ფოტოებს ტელეფონით იღებდა. თუმცა თავად გვითხრა, რომ მის მობილურს სურათის გადაღების ფუნქცია არ აქვს. მამაკაცს არც იმის შესახებ გასჩენია კითხვები, რა სიტუაციაში და რა ტიპის ფოტოებს უღებდა გოგონებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ „ფანრიანი ნოკია“ აქვს, თუმცა, საუბარში ახსენებს, რომ მეორე სიმ-ბარათი იმავე მობილურში გადაიტანა, რადგან ტელეფონი დაზიანებული აქვს.

“ფოტო რატომ უნდა გადამეღო, რა მიჭირს სამაგისო? თუ ეგეთი ფაქტი იყო, რატომ არ მიმართეს სამართალდამცველებს. ვინ გითხრათ ეგ, რომ პასუხი მოვთხოვო. მაიძულებთ მივმართო სამართალდამცველებს და მაინც გათქმევინოთ ვინ დაგიდასტურათ. თქვენ თუ გინდათ მაგისთანა რამე დაწეროთ, დაწერეთ და მე მივმართავ შესაბამის ორგანოს. არ არის კარგი მოქმედ საჯარო პირზე  ეგეთი საუბარი“, - ამბობს მამაკაცი და გვიდასტურებს, რომ მაღაზიაში, სადაც ამ ფაქტის შესახებ გვიამბეს, დიდი ხანია არ შესულა.

ქალთა უფლებების ექსპერტი გოგონებს ურჩევს, სამართალდამცველებს მიმართონ. ბაია პატარაია ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ამ ფაქტების ავტორი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის ან სახალხო დამცველისთვის ცნობილი არ გახდა. თუმცა ამ გოგოებს ახლაც შეუძლიათ მიმართონ ომბუდსმენს და მოითხოვონ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა. ამის შემდეგ კი სახალხო დამცველს შეუძლია მიმართოს იმ საჯარო სამსახურს, სადაც მამაკაცი მუშაობს. არ შეიძლება ასეთი ადამიანები იკავებდნენ თანამდებობას“, - ამბობს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე საქართველოში კანონი სექსუალურ შევიწროების შესახებ არ არსებობს და მსგავს ვითარებაში სასამართლო ანტიდისკრიმინაციული კანონით ხელმძღვანელობს.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 22 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 13 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8723
EUR
EUR
1
2.8555
RUB
RUB
100
2.8670
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6802
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelatipobetbahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterporn moviecasibom hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet acasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispaibellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltmeritkingjojobetnakitbahiskralbetvds kiraladinamobetdinamobetbetkanyonbahiscomomegle livebahsegelbahsegelmobilbahiscasinometropolcratosslotsekabetbets10sahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis GirişholiganbetCasibombahiscombetparktarafbet+18 filmvbetstarzbetparibahisbaywincasibom girişbetkomlimanbetkalebetmariobetbetebetvbetvbetjojobetbahiscomholiganbetcasibomgrandbettingmarsbahisperabetmatbetsekabetonwinsahabetvdcasinobetasusdinamobetgrandpashabet