სალომე ზურაბიშვილი შსს–ს და სამოქალაქო სექტორს მიმართავს
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორს და შსს-ს მიმართავს. ზურაბიშვილი რეაგირებას ითხოვს
ყველა იმ უფლების დარღვევაზე, რაც მისი თქმით, მის მიმართ ხორციელდება.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, "მას და მის შვილებს შუბლის გახვრეტით ემუქრებიან":
„ბოლო დღეებში 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზის და ქეთევანის, ასევე პირადად ჩემს მიმართ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრიტავ“, „თქვენს სისხლს დავლევ“... მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან: ყოფილი სამხედროები, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე, დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მეთაურებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით.