პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი შსს–ს და სამოქალაქო სექტორს მიმართავს
საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და შსს-ს მი­მარ­თავს. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს

ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რაც მისი თქმით, მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტის თქმით, "მას და მის შვი­ლებს შუბ­ლის გახ­ვრე­ტით ემუქ­რე­ბი­ან":

„ბოლო დღე­ებ­ში 9, 10 და 11 ნო­ემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემი შვი­ლე­ბის - თე­ი­მუ­რა­ზის და ქე­თე­ვა­ნის, ასე­ვე პი­რა­დად ჩემს მი­მართ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, სა­დაც ნათ­ლა­დაა გა­მოთ­ქმუ­ლი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა.

გა­მოკ­ვე­თი­ლად სხვა­დას­ხვა უხამ­სი სი­ტყვე­ბით, სა­მი­ვეს მი­მარ­თუ­ლე­ბით გაჟ­ღერ­და „შუბლს გა­გიხვრი­ტავ“, „თქვენს სის­ხლს დავ­ლევ“... მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რია, რა­მე­თუ ავ­ტო­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან: ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, თა­ვი­სი­ვე სტა­ტუ­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და მის მე­თა­უ­რებ­თან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით და 151-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით.

Print