პოლიტიკა
პრეზიდენტის ინაუგურაცია მესამე კვირას გაიმართება
28 ნოემბრის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისა და უფლებამოსილებაში შესვლის ცერემონია კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს იმართება.

ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლო პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ფოტო: ამერიკის ხმა
Print