პოლიტიკა
უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის ვადა შემცირდა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის შესახებ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას აზუსტებს.

უკრაინის პრეზიდენტმა შესწორება შეიტანა წინა დღით დამტკიცებულ გადაწყვეტილებაში, საომარი მდგომარეობის შესახებ და ახალი რედაქციით განისაზღვრა, რომ აღნიშნული მდგომარეობა 60-დან 30 დღე-ღამემდე გაგრძელდება.

შესაბამისად, უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა 26 დეკემბრის 14:00 საათამდე გასტანს.
Print