პოლიტიკა
ბორჯომის უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - დამკვირვებლები
ბორჯომის სოფელ ყვიბისში, N20 საარჩევნო უბანზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რაიონულმა კოორდინატორმა განცხადება-საჩივარი დაწერა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს. 

საჩივარი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას უკავშირდება.

"კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ,,ქართული ოცნების" ერთ–ერთ წამომადგენელს აჩვენებდა საკუთარ არჩევანს, ღია ბიულეტინი გამოჰქონდა უბნიდან და შესაბამისად, ირღვეოდა ფარულობის პრინციპი. მოვითხოვბეთ უბანზე ფარულობის პრინციპის დაცვა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ", – აღნიშნა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რაიონულმა კოორდინატორმა გიორგი ოგანესიანმა.



ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს,რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე განცხადება საჩივარი ოლქში რეგისტრირებულია.

"საჩივარში არ არის საუბარი საარჩევნო ადმინისტრასციის თანამშრომლების მიერ აღნიშნულ ქმედებაზე. ეს შეეხება თითქოს ამომრჩევლები ასაჯაროებენ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს. საუბნო საარჩევნო კომისიიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ თავმჯომარემ კანონმდებლობით დადგენილი რეაგირება მოახდინა", – ამბობს ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე.




კენჭისყრის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა "გაერთიანებული ოპოზიციაც".

"ამომრჩევლების კონტროლი მასობრივად მიმდინარეობს. ყვიბისის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წამოამდგენელი დგას გაუნძრევლად, ძეგლივით, რომელსაც ამომრჩველემა უნდა აჩვენოს შემოხაზული ბიულეტინი, რომ ნამდვილად სალომე ზურაბიშვილია შემოხაზული. ამით ისინი აიძულებენ ამომრჩევლებს რომ სხვადასხვა მუქარით, ზეწოლებით, რომ უნდა დაადასტურონ ის ,,ერთგულება", რომელსაც ისინი თხოვენ თითოეულ ამომრჩეველს", - აცხადებს ,,გაერთიანებული ოპოზიციის" ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი ბაკურ გელაშვილი.



Print