პოლიტიკა
ახალციხეში რელიგიური ორგანიზაციების და კულტურული მემკვიდრეობის დაფინანსება იზრდება
2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, უფრო მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე 2018 წელს.

ამ მუხლში გაზრდილი ბიუჯეტი მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აისახა. ბიუჯეტის პროექტში დაფინანსება 150 000-დან 200 000-მდეა გაზრდილი.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ თანხა ძირითადად, კულტურულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგებას მოხმარდება.

"ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ძალინ დიდ ენერგიას ვხარჯავთ, იმიტომ რომ სწორედ მან უნდა მოგვიტანოს უკეთეოსობა. რაღაცა განსხვავებული უნდა შევთავაზოთ ვიზიტორებს, ახალი ობიექტები, ახალი ადგილები, რომ მეტი დროით შევაყოვნოთ ახალციხეში. ძველ, ისტორიულ ძეგლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის არის ეს ზრდა ბიუჯეტში. მერიის მხრიდან თანამონაწილეობის სახით იქნება განსაზღვრული თანხები, რომლებიც საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს" - განაცხადა მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ.
Print