პოლიტიკა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მოიპოვა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 9 დეკემბერს, გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

პირველად, სომხეთის ისტორიაში, ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“.

მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა.

ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს.
Print