პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ფიცს დებს
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს 15:00 საათზე დაიწყო.


ინაუგურაციის ცერემონია 40 წუთი გაგრძელდება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში შევა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
Print