პოლიტიკა
პირველ სამუშაო დღეს სალომე ზურაბიშვილი სასტუმროში გამართავს
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის უცნობია.


ვისთან გამართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს პირველ სამუშაო შეხვედრებს და მივიდა თუ არა ათონელზე მდებარე სასახლეში, პრესსამსახურს „მედიისთვის გასავრცელებელი ანონსი არ აქვს“.

არსებული ინფორმაციით, ათონელზე მდებარე სასახლეში სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველ სტუმრებს სასტუმროში მიიღებს. ამასთან, ლაშა ჟვანიამ, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ

საპრეზიდენტო ფლიგელი ათონელზე, საჭიროებს ორ-ორ თვე ნახევარს, მაგრამ ადმინისტრაციული ნაწილი არის მზად. ჯერ ადმინისტრაციულ ნაწილში იქნება და შემდგომში საპრეზიდენტო ფლიგელში გადმოვა. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ასევე პრეზიდენტი, ისარგებლებენ მაღალი დონის ვიზიტების დროს ავლაბრის რეზიდენციის იმ ნაწილით, რომელსაც ჰქვია საპრეზიდენტო ფლიგელი,“-განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
Print