პოლიტიკა
ახალციხის მერია სამოქალაქო ჩართულობისთვის დაჯილდოვდა
საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტში“,

საქართველოში პირველად, ევროკავშირის პროექტის - N4ED ფარგლებში,  გაიმართა.

ახალციხის მერია სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით საუკეთესოდ აღიარებულ პრაქტიკაში ერთ-ერთ გამარჯვებულ მუნიციპალიტედად გამოვლინდა.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ესწრებოდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თვმჯდომარემ ბ-ნ ზაზა გაბუნიამ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი N4ED გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს ათეა, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
Print