პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
24 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია.

მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 15 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

საკუთარი შემოსავლების გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტი 2019 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 4 მლნ. 400 ათას ლარს მიიღებს. ახალციხის მერის განმარტებით, ეს საბოლოო ციფრი არ არის და წლის მანძილზე თანხის დამატება კიდევ მოხდება.

დამტკიცებამდე ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა. პირვანდელ ვერსიაში შრომის ანაზღაურების მუხლი გაზრდილი იყო, თუმცა როგორც დღეს საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, ფინანსთა სამინისტრომ ხელფასების ზრდაზე რეკომენდაცია არ მისცა.

დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მომავალ წელს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება ისეთივე იქნება, როგორც 2018 წელს.

საკრებულოს #18 სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა. წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს.

Print