პოლიტიკა
ახალციხეში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს

როგორ უნდა გახდეს თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი - ამაზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტებმა, რეგიონის პირველმა პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინეს, თუ რა სჭირდებათ თვითმმართველობებს მეტი თავისუფლებისთვის.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დიკუმენტი რამდენიმე თვეში იქნება მიღებული. ის გულისხმობს ფინანსურ დამოუკიდებლობას, დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობების უფლებების გაზრდას. მის შემუშავებაში დაინტერესებული პირების ჩართვა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2018 წლიდან დაიწო.

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ქონების და უფლებამოსილების გადაცემა, სტრატეგიის განხორციელების პროცესში მოხდება და 2025 წლისთვის დასრულდება.

მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ ყველა რეგიონში გამართა. დისკუსიის დროს წამოჭრილი საკითხები სტრატეგიაში გაიწერება.

Print