Error
პოლიტიკა
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
17 პოზიციაზე საბუთების გადარჩევის შემდეგ, გასაუბრებაზე 46 აპლიკანტი დაიბარეს.

ყველაზე მაღალი კონკურსი საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა და საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზეა.

ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსანტებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია არჩევს, რომლის ოთხი წევრი მერიის თანამშრომელია, მეხუთე კი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

გასაუბრება ორი დღე გაგრძელდება.

მერიამ კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე 28 დეკემბერს გამოაცხადა. 17 ვაკანტურ პოზიციაზე 80 მოქალაქის 210 განაცხადი შევიდა.

Print